17:02 | 2020-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ვინ არის კახეთში პირველი ინფიცირებული

ვინ არის კახეთში პირველი ინფიცირებული

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა.

 

შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც მამაკაცი, საერთაშორისო რეისიდან დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

დედოფლისწყაროს ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

 

ხვალ ზაფხულის პირველი დღეა, შეზღუდვების უმეტესობა კი იხსნება
2020-05-31ხვალ ზაფხულის პირველი დღეა, შეზღუდვების უმეტესობა კი იხსნება

 

„მძღოლი რუსეთში იმყოფებოდა. მას დაემგზავრა პირი, რომლიც გადაიყვანეს კარანტინში. კარანტინში ამ პირს, ანუ მგზავრს დაუდასტურდა ვირუსი. ეს გახლავთ მისი კონტაქტი. და შეამოწმეს და მასაც დაუდასტურდა ვირუსი. გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა და გადავიყვანეთ თბილისში,“- განაცხადა გონაშვილმა.

 

მამაკაცი საქართველოში 22 მაისს დაბრუნდა. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ოჯახის წევრებს მაინც გამოიკვლევენ.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X