
კასპის სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად ,,კონტარაა“. იგი ყოფილი მსჯავრდებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება, რამდენიმე თვის წინ დატოვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.






















