
30 წლის მამაკაცი, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი გააუპატიურა დაკავებულია. ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტ ქალზე სექსუალურად იძალადეს.
გერმანელი ტურისტი ცოლ-ქმარი, შავი კლდეების ტბაზე ღამეს ათევდა, სადაც ქალზე, სავარაუდო ძალადობა განხორციელდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტურისტზე მოძალადე, ერთ-ერთი ადგილობრივია, რომელიც ტბაზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
სავარაუდო მოძალადე ლაგოდეხის ნაკრძალში მეგობრებთან ერთად ქეიფობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ 137-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.






















