
მილიონერ კობა ნაყოფიას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ნაყოფიების ოჯახი მხოლოდ ფულითა და პოლიტიკით არაა ცნობილი, მილიონერის ვაჟი, ნიკა ნაყოფია 2009 წელს დაქორწინდა მაშინდელ „მის საქართველო 2008“ – ხათუნა სხირტლაძეზე.
გრანდიოზული ქორწილი წყვილმა თურქეთში გადაიხადა. ქორწინება რამდენიმე წელში განქორწინებით დასრულდა. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. ნიკა ნაყოფია კი, მოულოდნელად, მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად გამოჩნდა და მათი კავშირი ქორწინებამ დააგვირგვინა.
ბევრმა არ იცის, რომ კობა ნაყოფიას უმშვენიერესი მეორე ნახევარი ჰყავს. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა, დაახლოებით, 20 წელია. ამბობენ, რომ გვანცა ბიწკინაშვილი პოლიტიკოსმა თავისი ქალიშვილისგან, რომელიც პირველ მეუღლისგან ჰყავს, ნატალია ნაყოფიასგან გაიცნო.
გვანცა ბიწკინაშვილი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. მათ ერთი ვაჟი, 4 წლის გიორგი ჰყავთ.





ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ „რატომღაც ყველას ჰგონია, რომ სექსმუშაკი ვარ… ცხოვრებაში არ მქონია მსგავსი ფუნქცია!” – ალექსანდრა პაიჭაძე
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























