
ოდესის სასამართლომ დაკავებული კობა შემაზაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევა და მისი, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი დაკავების საკანში მოთავსება აკრძალა, ეს კი „ფაქტობრივად გათავისუფლებას“ უტოლდება – ეს განცხადება უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა გააკეთა. მინისტრის განცხადების ტექსტს მისივე პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, კობა „რუსთავსკიმ“ (კობა შემაზაშვილი) უკრაინული პასპორტი კანონის დარღვევით მიიღო, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს დაკავებულის უკრაინიდან იძულებითი დეპორტაციის შესაძლებლობას.
მინისტრი ამბობს, რომ კობა „რუსთავსკი“ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით ეროვნულმა პოლიციამ დააკავა. დაკავებულს კი ბრალად მკვლელობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ფლობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა ედება.
მინისტრის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება სრულად უგულებელყოფს ნაციონალური პოლიციის უზარმაზარ შრომას და ეჭვის ქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ნებისმიერი ზეგავლენისგან, მათ შორის კრიმინალების გავლენისგანაც.
ავაკოვი ამბობს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უკვე გაასაჩივრეს მოსამართლის გადაწყვეტილება ზემდგომ, სააპელაციო ინსტანციაში.
ცნოსთვის: 2020 წლის 1 მარტს უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ ე.წ. კანინიერი ქურდი კობა „რუსთვავსკი“ დააკავა
3 მარტს კი დარნიცკის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს 40 დღით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ იმედი,რომ დაკავებული პატიმრობაში მანამდე იქნებოდა, ვიდრე ესპანეთიდან მისი გადაცემის მოთხოვნა არ მიუვიდოდათ. ესპანეთის პოლიცია წარმოშობით ქართველ კანონიერ ქურდს 2016 წლიდან ეძებს.























