11:09 | 2020-09-28 ავტორი: თამთა თორდია

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო 3 პაციენტი 

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო 3 პაციენტი 

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაცია კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო სამი პაციენტის შესახებ

 

მისი თქმით, გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა.

 

„გუშინ გარდაიცვალა 3 პაციენტი. აქედან 2 აჭარაშია – 65 წლის და 70 წლის მამაკაცები. მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ, ერთს დიაბეტი მეორეს ინსულტი. ქალბატონი კი თბილისში გარდაიცვალა 57 წლის, მასაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ავტორი: თამთა თორდია

X