12:02 | 2020-05-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა, იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

 

კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, დაღუპულია 72 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.

 

მისი თქმით, ქალბატონს აღენიშნებოდა, კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ქრონიკული პათოლოგიებით დატვირთული ანამნეზი – გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა.

 

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X