
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის.
„სამწუხარო ამბავია გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე კარგა ხანს იყო. მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა.
პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
ასეთი სახის გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან ბერვი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი ვერ დადგა კარგი. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის განმავლობაში.- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 98.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















