
საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.
„ეს პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3 ადამიანი, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკული იყო. ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, პაციენტი ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მეოცე პაციენტი სოხუმის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელია.























