
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 58 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას ისეთი თანმხლები დაავადებები ჰქონდა, როგორიცაა ქრონიკული ასთმა, სეფსისი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია.
გარდაცვლილის ინფიცირების წყარო ზუგდიდელი სპორტსმენია, ქალი სწორედ მისი დედაა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, გარდაცვლილი 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ქალის შესახებდღეს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
„ინფიცირებულებიდან 8 გვყავს რეანიმაციაში, აქედან ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. გენოდინამიკა მკვეთრად არასტაბილურია, ვნახოთ. ხორციელდება რეანიმაციული ღონისძიებები” – განაცხადა დილით, ლევან რატიანმა.
ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589
მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 221-ია
კარანტინის რეჟიმში – 5260
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3






















