
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა კიდევ ორით გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით დაინფიცირებული 81 ადამიანია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის, იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, კორონავირუსი ქუთაისის ლაბორატორიაში საფრანგეთიდან ჩამოსულ პირს დაუდასტურდა. ის კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს.
რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, მან სოციალურ ქსელში კორონავირუსის დადასტურების შესახებ თავად დაწერა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















