
უკრაინული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ორი გავლენიანი „კრიმინალური ავტორიტეტი” დააკავეს. მათ შორის ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ლაშა ჯაჭვლიანი, იგივე ლაშა „სვანია”.
პოლიციამ ორი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი”- „უმკა“, იგივე სერგეი ოლეიკინი – დნეპრის აეროპორტში, ხოლო ლაშა ჯაჭვლიანი – სასტუმროში დააკავა.
. კაცმა თავი „კანონიერ ქურდად“ გაასაღა და რამდენიმე მოზარდი 5000 დოლარად „აკურთხა“
მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა „კანონიერი ქურდების” საქმიანობა სრულად დაადგინეს. ეს ორი ადამიანი უკრაინაში კრიმინალური დაჯგუფების „უმაღლეს საფეხურზე” იდგა.
ისინი ქმნიდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციას სხვების დახმარებით აკონტროლებდნენ. ისინი აიძულებდნენ ადამიანებს, ახალი დანაშაული ჩაედინათ და ამით მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდნენ.
როგორც ცნობილია, “უმკა”, იგივე სერგეი ოლეიკინი “კანონიერ ქურდად” 2014 წლის თებერვალში სანქტ-პეტერბურგში „მონათლეს”.
ლაშა ჯაჭვლიანი „კრიმინალური სამყაროს“ წევრი 1995 წელს გახდა. რუსთაველი „ქურდი“ კიევში რამდენჯერმე დააკავეს.























