
თსუ-ს ასოცირებული პროფესორი გია ყუფარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. მას კოლეგები და სტუდენტები სოციალური ქსელის მეშვეობით ემშვიდობებიან.
„უნივერსიტეტს აღარ ყავს ბატონი გია. წავიდა და წაიღო ჩვენი ბედნიერი სტუდენტური წლების მოგონებები. ბოლო ფოტოა ერთად რაც გადავიღეთ! ყველა ერთნაირად ვუყვარდით, ყველას ერთნაირად მოიკითხავდა. ყველას ერთნაირად გვედგა გვერდში. ჩვენთან ერთად ჩვენი შვილებიც უყვარდა. მახსოვს ლექციაზე გოგოები ბავშვებით მოვიდნენ. იქეთ-აქეთ ეკავა სხვისი შვილები. არ გაბრაზებულა, პირიქით, ოღონდ თქვენ ისწავლეთ, მე დაგეხმარებითო. მე ბევრი ვისწავლე მისგან. მას ყველაზე მეტად უყვარდა მისი საგანი. მან ძალიან კარგად იცოდა ენა. მას ძალიან ვუყვარდით ყველა“.
„კოვიდინფექციით გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გია ყუფარაძე. გია, გულს გვიკლავს უშენობა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვეღარ ვიხუმრებთ და ვეღარც ერთად ვიმოგზაურებთ… უაღრესად მოწესრიგებული კაცი იყო… რა თქმა უნდა, სამჯერ აცრილი“.
„თმის გაწეწვით მემუქრებოდა, თუ სრულყოფილად არ ჩავაბარებდი სემინარს, შენ მეტი შეგიძლიაო უძვირფასესი ადამიანი, ენერგიით და პოზიტივით სავსე. როგორ დამწყდა გული. რა უსამართლოა ეს კოვიდი…. რამდენი ადამიანი წაგვართვა უდროოდ. პროფესორი გია ყუფარაძე გარდაიცვალა“, – წერენ სოციალურ ქსელში.






















