18:59 | 2021-08-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ათენში ხანძრის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ათენში ხანძრის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული

ცეცხლის გაჩენის მცდელობის ბრალდებით ათენში 38 წლის კაცი დააკავეს.

 

ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციამ ის გიზიში, ფინოპულუს პარკში მაშინ დააკავა, როდესაც მამაკაცი გაქცევას ცდილობდა. დაკავებულს თან ჰქონდა სანთებელა, სიგარეტის დამწვარი კოლოფი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ხის ქვეშ ნახეს ქაღალდის ხელსახოცებიც.

 

გარდა ამისა, დაკავებულს თან ჰქონდა ზურგჩანთა, რომელშიც სავსე ჰქონდა სანთებელებითა და ქაღალდით. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა პეტრუპოლშიც ​დაკავეს კიდევ ერთი პირი,47 წლის კაცი, რომელმაც ცეცხლის გაჩენა აგიოს დიმიტრიოსა და პეტრუპოლის პარკებში სცადა.

 

ამავე თემაზე:

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X