
ვარკეთილში, სასტუმრო ,,ჰუალინგ თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი,21 წლის ჩარლი კუდავაა.
მისი ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს.
“საშინელებაა ჩარლი,მიჭირს ამის დაჯერება ღმერთო”,- წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ნათესავებთან ცხოვრობდა, მის ცხედარს სოფელში ხვალ ჩაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ სამარშუტო ტაქსს შემდეგ კი ბოძს შეეჯახა.
ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა,ისინი საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას.
ავტორი: თეა შონია






















