21:15 | 2020-02-26 ავტორი: Prime Time

ვინ არის მამაკაცი, რომელიც, მეზობლების თქმით, წყალტუბოში გაიყინა

ვინ არის მამაკაცი, რომელიც, მეზობლების თქმით, წყალტუბოში გაიყინა

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმის შენობაში გარდაცვლილი მამაკაცი 58 წლის ჯუმბერ ჩხეიძეა. მეზობლების თქმით, მამაკაცი ყინვისგან გარდაიცვალა. მათი განცხადებით, ის აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა მამაკაცი იყო და შვილები არ ჰყავდა.

 

„არავინ ჰყავდა, შესაბამისად პატარა ოთახში მარტო ცხოვრობდა. ნორმალური პირობები რომ ჰქონოდა, როგორ ფიქრობთ, ქუჩაში გაიყინებოდა? ამ ობიექტში ყველას ისეთი პირობები გვაქვს, გარეთ ყოფნა ჯობია“, – ამბობს ყოფილ სანატორიუმ „გეოლოგში“ მცხოვრები ნუკი კაკაურიძე. ის აცხადებს, რომ დილით მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მამაკაცი თავის საცხოვრებელში არის გარდაცვლილი.

ავტორი: Prime Time

X