
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთვის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა 45 წლის დავით ივანოვია.
ის წარმოშობით კახეთიდან გახლავთ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახში კონფლიქტის გამო მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მას შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე 2018 წელს ჰქონდა გამოწერილი.
ადგილზე მისული ადვოკატი დავით ცინცქლაძე ამბობს, რომ მამაკაცი არის არაფხიზელ მდგომარეობაში და ბავშვების შესაშინებლად რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მისი მეუღლე და ბავშები ამჟამად უსაფრთხოდ არიან.
ამ წუთებში მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადგიზლე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.























