
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, 63 წლის ტრამვატოლოგი შოთა ბერიძე გარდაიცვალა.
იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა.
ბერიძე კლინიკაში 6 დეკემბერს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მდგომარეობა გართულდა. მანამდე იგი კოვიდსასტუმროში გადიოდა მკურნალობას.
მას გულის თანმდევი დაავადება ჰქონდა.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსს სულ 8 ექიმი ემსხვერპლა.























