
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კორონავირუსს მონაზონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა ( ვასაძე). „სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
როგორც ირკვევა, მონაზონი კოვიდის დიაგნოზით კლინიკაში დღეს შეიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















