13:59 | 2021-12-20 ავტორი: Prime Time

ვინ არის ორი პირი, ვისაც „ომიკრონის” ახალი შტამი დაუდასტურდა

ვინ არის ორი პირი, ვისაც „ომიკრონის” ახალი შტამი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის” 2 შემთხვევა დადასტურდა. როგორც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 

„ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა”, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

 

შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

 

ავტორი: Prime Time

X