23:58 | 2021-02-24 ავტორი: Prime Time

ვინ არის ოზურგეთელი ბიჭი, რომელიც სამტრედიაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

ვინ არის ოზურგეთელი ბიჭი, რომელიც სამტრედიაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

დღეს დილით, სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მკვიდრი, 30 წლამდე ზ. თავართქილაძე ემსხვერპლა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

 

“ტოიოტას” მარკის ავტომობილი სამარშუტო ტაქსს დაეჯახა.

 

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, ცუდი ამინდის გამო ავტომობილი ვერ შენიშნა და შეეჯახა.ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X