14:04 | 2020-09-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის პირველი კოვიდინფიცირებული ოზურგეთში

ვინ არის პირველი კოვიდინფიცირებული ოზურგეთში

დღეს ოზურგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფიცირებული 62 წლის კაცია, რომელიც სოფელ ასკანაში ცხოვრობს.

 

ინფორმაციას, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუტიძე ადასტურებს.

 

ქუტიძე ამბობს, რომ  ინფიცირებულს ჩოხატაურში მცხოვრებ კოვიდდადებით პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი და ამ გზით დაინფიცირდა. სოფელში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X