
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის რამდენიმე უბანში – პოლიციამ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 10-მდე პირი აიყვანა. სპეცოპერაცია არამარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა – მათ შორის, იმავე ბრალდებით 1 პირი აჭარაშიც დააკავეს.
სამგორის რაიონში, ხვედელიანის ქუჩის 22 ნომერში სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაკავების პროცესს ესწრებოდნენ ოჯახის წევრებიც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. დაკავებული უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც მეზობლები ამბობენ, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს, თემურ ჟორჟოლიანს.
“კურიერის” ინფორმაციით, ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის ყოფილი დეპუტატის, თემურ ჟორჟოლიანის ვაჟი, ირაკლი ჟორჟოლიანიც დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. ე.წ. წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.
ნახეთ სპეცოპერაციის ვიდეო























