
მამაკაცი, რომლის გასროლილმა ტყვიამაც ვაჟა-ფშაველაზე 50 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, სოსო (სიმონ) გაბრიაძეა.
ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
სწორედ ამიტომაც, საქმეზე გამოძიებას არა შსს, არამედ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.
ის არ არის ჩინოსანი პოლიციელი, თუმცა უწყებაში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს.
სიმონ გაბრიაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომლებიც ინციდენტის ღამეს თბილისში არ იმყოფებოდნენ. პანდემიის გამო პოლიციელმა ოჯახი დედაქალაქს გაარიდა.
პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სოსო გაბრიაძე შემთხვევის ღამეს ნასვამი იყო.
ის მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ამ თემაზე: ბრმა ტყვიის კვალი ბინაში – ტრაგედია, რომელსაც თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა.
ტრაგედია, რომელსაც თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა – რას ყვებიან ოჯახის ახლობლები.
დედა მომიკლეს საკუთარ სახლში – თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი ტრაგედიაზე.
ვაჟა ფშაველაზე ბრმა ტყვიამ ქალი მოხუცი დედის თვალწინ მოკლა – რა იცის ნიკა მელიამ
„პრაიმტაიმი“ მამაკაცის სახეს უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვის გათვალისწინებით არ აჩენს.






















