10:10 | 2021-12-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის პოლონეთში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა

ვინ არის პოლონეთში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდა

პოლონეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი 30 წლის თემურ ბოკუჩავაა. ის ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ გამოღმა ქარიატას მკვიდრი იყო. შემთხვევა  17 დეკემბერს მოხდა.

 

ბოკუჩავას მეგობრის გუკო ქარდავას თქმით, იგი პოლონეთში სამუშაოდ, დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა.

 

„ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა თემომ, მთელი სოფელი ვგლოვობთ, რაც გავიგეთ მისი დაღუპვა, უკეთილესი ადამიანი იყო”, – გვითხრა მან.

 

30 წლის მამაკაცს სამშაბათს სოფელში დაკრძალავენ, მისი ცხედრის ჩამოსვენება გუშინ მოხერხდა. მას დედა-მამა, მეუღლე და ორი და დარჩა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X