
დავით ანთია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) პარიზის სათაო ოფისის რეფორმების დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე დავით ანთია მსოფლიოს წამყვან ფირმებში, მათ შორის Ernst & Youngsa da Deloitte-ის მენეჯემენტის კონსულტანტად მუშაობდა, ჯერ დუბლინში, შემდეგ კი ლონდონში.
დავით ანთიას პროფესიული გამოცდილება მოიცავს სტრატეგიულ ტრანსფორმაციას, ოპერაციული მოდელის დიზაინს, ცვლილებებისა და პროგრამების მენეჯმენტს. ანთიამ ცოტა ხნის წინ დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა კემბრიჯის უნივერსიტეტში.
საერთაშორისო სავაჭრო პალატაში (ICC) მუშაობის განმავლობაში დავით ანთია ხელს შეუწყობს ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. ის ყველანაირად ეცდება შექმნას „ბიზნესი ყველასთვის, ყოველდღე და ყველგან“.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) პარიზის სათაო ოფისის რეფორმების დირექტორის პოზიციაზე დანიშვნას დავით ანთია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩემთვის პრიველეგიაა რომ შევუერთდი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) სათაო ოფისს პარიზში რეფორმების დირექტორის პოზიციაზე. ICC მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს 45 მილიონ კომპანიას, 1 მილიარდ თანამშრომელს, 100+ ქვეყანას, ასევე არის გაეროს დამკვირვებელი ორგანიზაცია. ICC-ის მისია წარმოადგენს ბიზნესზე ხელის შეწყობა ყველასთვის, ყოველდღე და ყველგან. ბიზნესებზე ხელშეწყობით შეგვიძლია ბევრი შესაძლებლობა შევუქმნათ ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მე მოხარული ვარ რომ გავხდი ორგანიზაციის წევრი რომელიც ასეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხალხისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში“,- წერს სოციალურ ქსელში დავით ანთია.
ცნობისთვის, დავით ანთია ირლანდიაში მოღვაწე ცნობილი მწვრთნელის, ზაურ ანთიას შვილია.
ზაურ ანათია წლებია საერთაშორისო ასპარეზზე, კრივის სამყაროში საუკეთესო მწვრთვნელადაა აღიარებული და მას ირალნდიური კრივის ალექს ფერგიუსონს უწოდებენ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















