17:25 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა

ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა

ნინო ნარუშვილი, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში დღეს დილით გარდაიცვალა, 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში ცხოვრობდა.

 

ნინო საქართველოში ჩამოსვლას და ახლობლების მონახულებას წელიწადში ერთხელ, მხოლოდ 20 დღით ახერხებდა.

 

ის დღეები ახლაც კოშმარად მესიზმრება - ქართველი ემიგრანტის უმძიმესი ისტორია
2020-05-18ის დღეები ახლაც კოშმარად მესიზმრება - ქართველი ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

 

„იყო უზომოდ თბილი და კეთილი ადამიანი, გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი. როგორც კი ჩამოვიდოდა ყველას მოგვიკითხავდა და ყველას გულში გვიხუტებდა. გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი“,- გვითხრეს ნინოს ახლობლებმა.

 

ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება მისი ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში.

ავტორი: Prime Time

X