23:38 | 2021-09-28 ავტორი: თამარ გონგაძე

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც საფრანგეთში ჩვენს პრეზიდენტს უმასპინძლა

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც საფრანგეთში ჩვენს პრეზიდენტს უმასპინძლა

გუშინ, 27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთში ვიზიტისას, მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი, დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.

 

“სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე, რომ აქ, თქვენთან ერთად ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მეყველე ანად ცნობილი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელიც უკვე პოლიტიკაშია გადართული და ანა დოლიძის პარტიით (“ხალხისთვის”) სამგორის მაჟორიტარად იყრის კენჭს, სოციალურ ქსელში, პრეზიდენტის ვიზიტის გარშემო, შემდეგ ამბავს აქვეყნებს.

 

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: – პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტისას მთელი ყურადღება დემნა გვასალიაზე იქნა გადატანილი, მაგრამ ჩვენს პრესას გამორჩა ერთი პატარა ნიჭიერი გოგოს ძალისხმევა, რომელმაც უმასპინძლა ჩვენს დელეგაციასაც.

 

 

 

მაგდა გეგენავაც ასევე ლტოლვილია და უკვე რამდენიმე წელია, რაც საფრანგეთში საქმიანობს გასტრონომიული მიმართულებით.
მან ლტოლვილების პროგრამის დახმარებით გაიარა მზარეულის პროფესიული თრენინგი და სხვადასხვა პლატფორმებზე ფრანგ მომხმარებლებს ქართულ გემოებს აცნობს.

 

ადრე დავწერე მასზე, მაშინ მას მხოლოდ რეზიდენტურა ჰქონდა პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში. ახლა მას თავისი ბიზნესი აქვს – მუდმივი სტრით-ფუდის დახლი და სხვებსაც ასაქმებს.

 

მართალია, მაგდა თავის ბიზნეს-გვერდზე ბევრს არაფერს წერს, პანდემიის დროსაც არ გაჩერებულა მისი დახლი.

 

ის ჩვენი ნამდვილი გასტრონომიული ელჩია საფრანგეთში, იქ, სადაც სტანდარტი და კონკურენცია ასე მაღალია, და სადაც ის თავისი განსხვავებული გასტრონომიული მიმართულებით იმკვიდრებს თავს და ჯერ კიდევ სტარტ-აფით წარმატებულად ახერხებს საქმიანობას.

 

 

აი, რას წერენ ფრანგული გამოცემები მაგდაზე.

 

“იტალიელია? იაპონელი? ჩინუელი? არა, მაგდას რავიოლი ქართულია.

 

მაგდა გეგენავა დაიბადა ქვეყანაში შუა ევროპასა და აზიას შორის. ადრე სტომატოლოგი იყო. ახლა ის მზარეულია პარიზში. ის შეუერთდა ლტოლვილ მზარეულებს მთელი მსოფლიოდან.

 

დღეს ის პარიზის ქუჩას, თავისი პატარა სამზარეულოთი ალამაზებს, რომელიც განთავსებულია ფარდულში როტონდას ჩრდილში.

 

და თუ გინდათ, კიდევ უფრო მეტი გითხრათ მასზე, თქვენთვის მომზადებულ ქართულ გასტრონომიულ ლექსიკას გაეცანით:

 

 

შქმერული: შემწვარი ქათამი ქართული სანელებლებით, ნაღები და ნივრის სოუსით, მიირთვით ახალი კარტოფილით.

 

ლობიო: სუფისა და ცხარე და ვეგანური კასოლის ნაზავი წითელი ლობიოთი, ხახვითა და თხილით.

 

ხინკალი: ბულიონით სავსე ცნობილი პატარა რავიოლი დაფქული საქონლის ხორცით.

 

ჩაქაფული: თეთრ ღვინოში მომზადებული ხბოს ხორცი, ქინძი, ტარხუნა და მირაბელის ქლიავი, რომელსაც ქართველები ტყემალს ეძახიან.”

ავტორი: თამარ გონგაძე

X