
ზუგდიდელი კრიმინალური ავტორიტეტი, 67 წლამდე მამაკაცი, ტატკა ჯიქია მოსკოვის ციხეში კორონავირუსით გარდაიცვალა.
იგი წლები ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა. ბოლო სამი წელი კი მეზობლების ინფორმაციით, ციხეში იჯდა.
„მას ჰქონდა ღვიძლის პრობლემებიც. 20 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ, ზონაში დაინფიცირდა კოვიდით“, – ამბობს მეზობელი.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს მოსკოვიდან ზუგდიდში, მშობლიურ სახლში ჩამოასვენებენ.
ავტორი: თეა შონია
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























