17:49 | 2021-12-12 ავტორი: Prime Time

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრზე დაქორწინდა

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრზე დაქორწინდა

ცოტა ხნის წინ მოდელმა მირანდა შელიამ, რომელიც ბოლოს დროს სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს, „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, როგორ გაიცნო მოდელმა საყვარელი ადამიანი. „კინოსავით ისტორიაა. როგორღაც მოგითხრობთ ამას პოსტში“, – ასე უპასუხა მირანდამ მას.

 

მირანდა შელიამ სექტემბერში 30 წლის იუბილე მეგობრებთან ერთად აღნიშნა. დაბადების დღის წვეულებაზე მირანდას მილიარდერმა ქმარმა რამდენიმე სიმღერა მიუძღვნა. დაბადების დღის ამსახველი ვიდეოები Instagram-ში სთორიზე მომღერალმა ქეთა თოფურიამაც გამოაქვეყნა, რომელიც მოდელის საუკეთესო მეგობარია.

 

მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ, მაისში გათხოვდა. რუსული მედია წერს ქართული წარმოშობის მოდელის – მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი ოლიგარქის, მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილის, გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა ფართო საზოგადოებისთვის.

 

გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა ეს საქმიანობა შეწყვიტა.

 

ფო­ტო­მო­დე­ლი მირანდა შელია როსტოვში (Pостов-на-Dону) დაიბადა, თუმცა წლე­ბია მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. იგი ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. 30 წლის მო­დე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია Instagram-ზე, სადაც მას მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.

 

ავტორი: Prime Time

X