
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, აცხადებს, რომ არ იცის სააკაშვილი ვინ არის.
„ვინ არის? ვინ არის?“ – განაცხადა ზურაბიშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს.























