00:00 | 2020-06-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს.

 

საქართველოში კორონავირუსით  მე-13 პაციენტი გარდაიცვალა
2020-06-02საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

 

COVID-19-ით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდანაა. გარდაცვლილი 75 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმედ ფასდებოდა და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა, მათგან 634 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ასევე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 304 პაციენტი.

 

ცნობისთვის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამ დრომდე მოქმედებს სოფელ მუშევანსა და გეტაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X