14:29 | 2020-07-10 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ვინ არის თორნიკე შენგელიას მოდელი ცოლი და როგორ ეხმაურება ის ქმრის გარშემო ატეხილ სკანდალს

ვინ არის თორნიკე შენგელიას მოდელი ცოლი და როგორ ეხმაურება ის ქმრის გარშემო ატეხილ სკანდალს

ორი დღეა საზოგადოების ინტერესი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანის, თორნიკე შენგელიას გარშემო არ წყდება.

 

2020-07-10"სამჯერ მქონდა რუსეთიდან შემოთავაზება... მორალმა არ გამიშვა" - ლექს-სენი თორნიკე შენგელიას ნაბიჯს პასუხობს

 

შენგელიას საზოგადოების ერთი ნაწილი იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის მოსკოვის “ცსკ”-ში გააგრძელებს თამაშს. საკალათბურთო გუნდს რომან აბრამოვიჩი აფინანსებს.

 

“პრაიმტაიმმა” თორნიკე შენგელიას პირად ცხოვრებას გადაავლო თვალი. მას ჰყავს მეუღლე სალომე ჯუღელი და სამი შვილი.

 

თორნიკე შენგელიას ოჯახი

 

თორნიკემ და სალომემ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს და 2013 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა.

 

ქართველ სპორტსმენს საკუთარ ქორწილში თეთრი ჩოხა ეცვა. შენგელიას მეუღლე, ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილია.

 

თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია მეუღლეებთან ერთად

 

მათ ერთმანეთი სწორედ ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის შვილის ნათლობაში გაიცნეს. შემდეგ კი, საცხოვრებლად ამერიკაში წავიდნენ, სადაც შენგელია თამაშობდა.

 

სალომე წარსულში მოდელი იყო, თუმცა დაოჯახების შემდეგ საყვარელ საქმიანობაზე უარი თქვა და მთელ დროს ბავშვების აღზრდას უთმობს.

 

თორნიკე შენგელიას მეუღლე დედასთან ერთად

 

სალომე ჯუღელი და პოლ მაკარტნი

 

სალომეს და თორნიკეს ქორწილი

 

 

მეუღლის გარშემო ატეხილ სკანდალს რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სალომე ჯუღელიც.

 

“მეამაყები” – დაწერა კალათბურთელის ცოლმა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X