
საბერძნეთში, ხანძრის-ერთ-ერთი კერა იპოკრატიო პოლიტიას ტერიტორიაა, სადაც ხანძართან ბრძოლის მიზნით 38 წლის ბერძენი მოხალისე მოქალაქეებისა და მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად წავიდა. ის მძიმედ დაშავდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვასილი ფილორა მოხალისე მეხანძრე იყო, რომელიც ხანძრის ეპიცენტრში საკუთარი სურვილით წავიდა. მას მუშაობისას ელექტროენერგიის კაბელი თავში დაეცა და დენის ძლიერი დარტყმა მიიღო.
ის კრიტიკულ მდგომარეობაში ΚΑΤ-ში შეიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს. მძიმეა მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიტყვები, რომლებიც შეძრულები არიან მომხდარით.
ვასილი ორი შვილის მამა იყო, მას 10 აგვისტოს დაკრძალავენ. ოჯახმა ვასილთან გამოსამშიდობებელი წერილი გაავრცელა, რომელიც ბერძნული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.
“შენ ვერ აირჩევ როდის ან როგორ მოკვდები, მაგრამ შეგიძლია აირჩიო, როგორ იცხოვრო. ჩვენი მეუღლე, მეგობარი, მამა, ნათესავი, ყოველდღე ღიმილით გვხვდებოდა, ცხოვრობდა სიკეთითა და თავგანწირვით. მისი სიცოცხლე უსამართლოდ დასრულდა,” – ნათქვამია ოჯახის გამოსამშვიდობებელ წერილში.






















