
მამაკაცი, რომელმაც მომიტინგეთა წყლის ჭავლით დაშლის დროს თვალის ტრავმა მიიღო, ომის ვეტერანი ზაზა გუგავაა. დაშავებულის შესახებ ინფორმაციას ყოფილი ჩინოვნიკი გიორგი უდესიანი ავრცელებს:
“ამაღამ ცესკოსთან რუსი ოლიგარქის ჯალათებმა ჩემი სიძე ზაზა გუგავა დაასახიჩრეს, ექიმები იბრძვიან, რომ მისი თვალი და მხედველობა გადაარჩინონ. ზაზა რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია, იყო ბრძოლაში დაჭრილი და სხეულით ატარებს დღემდე რუსულ ტყვიებს, გამძლეობა და ჯანმრთელობა ზაზას. საქართველოს კი გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.” – წერს გიორგი უდესიანი.
“პრაიმტაიმი” გიორგი უდესიანს ესაუბრა. უდესიანი ამბობს, რომ ახლა ექიმები ზაზა გუგავას მხედველობის გადასარჩენად მაქსიმუმს აკეთებენ და ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა თვალი შეუნარჩუნდეს.






















