01:04 | 2021-04-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ არის წყვილი, რომელმაც ქორწილი მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად გადაიხადა (ფოტოები)

ვინ არის წყვილი, რომელმაც ქორწილი მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად გადაიხადა (ფოტოები)

სიძე-პატარძალმა რესტორანში ქორწილი მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად გადაიხადა, ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი, ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„სიძე-პატარძალი და თითო-თითო მეჯვარე სრული წესების დაცვით და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით.  ხო, რაც მთავარია, დედოფალი საქორწილო კაბით და სიძეც გამოწკეპილი.  როგორ გინდა პატივი არ სცე ასეთ მოქალაქეებს? თან იმის მერე, რაც 2 დღის წინ მოვიდნენ ადამიანები და 8 აპრილს უნდოდათ 150 კაციანი ქორწილი და გაუკვირდათ უარი რომ მიიღეს… მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი უარის მერე სხვა რესტორანმა ისინი მაინც დასვა…

 

P.s. ფოტოზე მყოფი წყვილი რა თქმა უნდა, მაგრად დავასაჩუქრეთ“, – წერს ბასლანძე.

 

~

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X