14:07 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

ვინ არის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც მეუღლე სასტიკი მეთოდით მოკლა

ვინ არის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც მეუღლე სასტიკი მეთოდით მოკლა

მამაკაცი, რომელმაც თურქეთის ქალაქ სტამბულში, 32 წლის მეუღლე დანით დაჩეხა ზუგდიდელი, ირაკლი შურღაიაა. მოკლული გოგონას დის ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავას ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება სტამბოლში.

 

ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო და შვილების გამო ქალი ყველაფერს იტანდა.


„ბოლო სამი წელია თურქეთში ცხოვრობს.იქ მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში დაშორდნენ, ქმარმა იმდენი ქნა მაინც შეურიგდა და მასთან იყო. პარასკევს საღამოს ველაპარაკეთ, მერე კონტაქტზე არ გამოვიდა. იქ მცხოვრებ ქართველებს დავურეკეთ. პოლიციამ კარები შეამტვრია ბინის და ჩემი დის ცხედარი ძირს ეგდო, დანით ქონია დაზიანებები მიღენებული სახის არეში,”- განაცხადა მოკლული თამთა ჯანჯღავას დამ.

ქმარმა 32 წლის ცოლი მოკლა და გაიქცა
2020-09-14ქმარმა 32 წლის ცოლი მოკლა და გაიქცა


ქმარი ირაკლი შურღაია ჯერჯერობით დაკავებული არ არის. გარდაცვლილს ორი შვილი და მამა დარჩა ძველ სენაკში.

 

თამთა ჯანჯღავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს,  რათა უმოკლეს დროში მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X