
ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილი მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი ვალერი ვარდაიაა. მეზობლები თქმით, იგი კორპუსში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა და მეხუთე სართულზე ცხოვრობდა.
„წესიერი კაცი იყო, მშენებლობაზე მუშაობდა, როცა იშოვებოდა საქმე. ბოლოს კორპუსთან ეს ჯვარი დაგვიდგა”, – ამბობს მეზობელი კოტე ბასლანძე.
მეზობლების თქმით, ვალაერი ვარდაია მარტო ცხოვრობდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მომდინარეობს და ცხედარს ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენებენ.

ავტორი: თეა შონია






















