00:26 | 2021-07-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ ჩამოუტანა მოსკოვიდან საიდუმლო ინფორმაცია გუბაზ სანიკიძეს? – „აქედან კი არ მაქვს ინფორმაცია, იქიდან“

ვინ ჩამოუტანა მოსკოვიდან საიდუმლო ინფორმაცია გუბაზ სანიკიძეს? – „აქედან კი არ მაქვს ინფორმაცია, იქიდან“

„სცენარი გულისხმობდა, რომ უნდა გალახულიყვნენ ჟურნალისტები. ერთი უცხოელი უნდა ან დაეჭრათ ან გაელახათ. გვამზეც იყო ლაპარაკი.“ – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ გადაცემა „რეაქციაში“ 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

ინგა გრიგოლიას კითხვაზე თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია, სანიკიძე პასუხობს: „შენ ხომ შენს ინფორმატორებზე ხელი გაქვს დაფარებული?! ისე მაქვს მეც. აქედან კი არ მაქვს ეს ინფორმაცია, იქიდან, მოსკოვიდან. მოსკოვში მყავს მეგობრები, რომლებიც არიან საქართველოს პატრიოტები. ერთ-ერთი მათგანი ჩამოვიდა ორი თვის წინ და ყველაფერი მომიყვა რაც იქნებოდა.“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X