
საქართველოში ტურისტებისთვის სამ ცნობილ და პოპულარულ რეგიონებში COVID-19-ის შემთხვევების დაფიქსირებამ ზაფხულის ცხელ დღეებში, შვებულებაში მყოფი ადამიანები დააბნია.
მუსირებდა აზრი, რომ დედაქალაქში ყოფნა უფრო სახიფათო იყო, ვიდრე – რეგიონებში. ამიტომ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა.
ბოლო ერთ თვეში კი, ისეთი პოპულარული ტურისტული ზონები, როგორებიცაა ყაზბეგი, ზღვისპირეთი და სვანეთი ვირუსული ინფექციის გავრცელების ახალი კერები გახდა.
ახლა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამ რეგიონებში ინფიცირებულთა კონტაქტებს სწავლობენ და მათ აკვირდებიან.
გაჩნდება თუ არა, ყაზბეგის, ქობულეთური „ჰავანასა“ და სვანეთის კლასტერები, ამას დრო გვიჩვენებს. დამსვენებლებს კი, სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
საინტერესოა, ვინ და რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ამ სამ რეგიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში?!























