19:18 | 2021-08-09 ავტორი: Prime Time

ვინ და რატომ აჩუქა ბინა ბათუმში თიკა მახალდიანს – „ხანდახან ვფიქრობ, დედამ გამომიგზავნა ეს ბინა-მეთქი“

ვინ და რატომ აჩუქა ბინა ბათუმში თიკა მახალდიანს – „ხანდახან ვფიქრობ, დედამ გამომიგზავნა ეს ბინა-მეთქი“

​მომღერალი თიკა მახალდიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ყვება თუ, როგორ აჩუქა მას მეუღლემ ბინა ბათუმში.

 

მისივე თქმით, ამ საჩუქრით არამხოლოდ მისი, არამედ დედის სურვილიც ასრულდა.

 

„სულ მინდოდა ზღვისპირეთში საკუთარი სახლი მქონოდა და თემომ, მართლაც საოცარი სიურპრიზი გამიკეთა – ბათუმის ბინის გასაღები მაჩუქა სპონტანურად. სტუდიოს ტიპის ბინაა, გარემონტებული და ყველანაირი ავეჯით გაწყობილი, ჩანგალიც კი არ შეგვიტანია.

 

სხვათა შორის, ბათუმში ბინის ჩუქებით ჩემმა ქმარმა არა მარტო ჩემი, უფრო დედაჩემის სურვილიც აასრულა, სამწუხაროდ, მისი სიკვდილის მერე. სულ ამბობდა, ბინა რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ზღვაზეო. ძალიან უყვარდა ზღვა და ხანდახან ვფიქრობ, დედამ გამომიგზავნა ეს ბინა-მეთქი…“ – ამბობს თიკა მახალდიანი.

 

ვის ეკუთვნის „ერი“ და წაართვეს თუ არა ლევან ვასაძეს პარტიის სახელი - ამ სახელწოდებით პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა
2021-08-09ვის ეკუთვნის „ერი“ და წაართვეს თუ არა ლევან ვასაძეს პარტიის სახელი - ამ სახელწოდებით პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

 

ცნობისთვის, 2020 წლის 20 აპრილს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა.

 

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელმა, იოსებ გაბრიაძემ საკუთარი სახლის აივნიდან დასახლებული კორპუსის მიმართულებით იარაღიდან გაისროლა.

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X