23:28 | 2021-07-18 ავტორი: Prime Time

ვინ დაავალა დეპუტატ პაპუაშვილს ვიშიბალობა? – ბაია პატარაია პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე

ვინ დაავალა დეპუტატ პაპუაშვილს ვიშიბალობა? – ბაია პატარაია პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე

დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს უფლებადამცველი, აქტივისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„რატო აძლევს თავს უფლებას ეს გამ***ებული პაპუაშვილი, რომ საერთოდ ხელით შეეხოს ქალ დეპუტატს, იღლიაში ამოიდოს და გაათრიოს?

 

ვინ დაავალა დეპუტატ პაპუაშვილს ვიშიბალობა? ან რამე ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო თუ რა გამშველებლობა აუტყდა?

 

ძალიან საეჭვოდ გამოიყურება ეს ყველაფერი და ხელები დაიმოკლეთ, აზაბოჩენო მძორებო“, – წერს ბაია პატარაია.

 

საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

 

ხმაურის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X