16:49 | 2021-03-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვინ განათავსა გახარიას განცხადება Facebook გვერდზე „ბიძინა ივანიშვილი და მედია“ – ვინ არის გვერდის ადმინი?

ვინ განათავსა გახარიას განცხადება Facebook გვერდზე „ბიძინა ივანიშვილი და მედია“ – ვინ არის გვერდის ადმინი?

ფეისბუქ-გვერდზე Bidzina Ivanishvili & Media დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგის გახარიას პოლიტიკაში დარჩენის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილსა და ოპონენტებს შეექმნათ განცდა, რომ თითქოს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

 

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა გვერდის ადმინს, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის დროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს გაბრიელ წულაიას დაკავშირებოდა, თუმცა ამასობაში იგივე გვერდზე მორიგი განცხადება გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, რომ გვერდი Bidzina Ivanishvili & Media სახელწოდებას იცვლის, რადგან საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს.

 

 

„როცა საერთო ღირებულებებზე მიგვითითებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თურმე ერთი კაცის ზიზღი გვაერთიანებდა მხოლოდ, არის სიცრუე. არა ბატონებო. ბიძინა ივანიშვილის ოცნება და ყველა მისი მხარდამჭერის ის იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო გარემო, სადაც პოლიტიკურ ძალებს თუ მედიებს, ექნებოდათ შესაძლებლობა თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღოთ ამ ქვეყნის წინაშე. სწორედ ჩვენ, თავისუფალმა მედიამ უნდა შევქმნათ ისეთი მედია სტანდარტი, რომ ქვეყნის დამზიანებელ პოლიტიკურ ძალებს და მათ მედიასაშუალებებს უბრალოდ აღარ ჰყავდეთ აუდიტორია. შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, იცვლება ჩვენი გვერდის სახელწოდება, სადაც აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფასდაუდებელია მისი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნაში. მალე სიახლეებით დაგიბრუნდებით, სიმართლის დროა“, – წერია განცხადებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X