11:57 | 2021-08-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ იყო 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

ვინ იყო 24 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

გუშინ კლინიკა „ნიუ ვიჟენში“ გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა, რუსთაველი ირაკლი მელიქიძეა.

 

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი თავდაპირველად მკურნალობას ბინაზე გადიოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში კლინიკა „ნიუ ვიჟენში“ გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 

„7 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია და შეხვდა კოვიდი. 3 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, შემდეგ გადავიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.

 

ვინ იყო 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა 
2021-08-26ვინ იყო 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა 

 

კლინიკაში გადაყვანამდე, ექიმი ბინაზე მართავდა მის მდგომარეობას, ანალიზებს უკეთებდა, დავუდგით ჟანგბადის აპარატი. გადაუდებელი სიტუაცია რომ შეიქმნა სასწრაფოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, 2 დღე იბრძოდა…“ – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

 

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 128 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 5 611, ხოლო გარდაიცვალა 79. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

 

ბოლო ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  95, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7356.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X