11:46 | 2021-08-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ იყო 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა 

ვინ იყო 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა 

გუშინ ქუთაისში გარდაცვლილი 26 წლის ქალი, ბათუმელი თეა ბარამიძეა. ორსული კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

 

გავრცელებული ინფორმაციით კოვიდინფიცირებული ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ის მშობიარობის შემდეგ გუშინ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას ფილტვის ქსოვილის დაზიანება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

 

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ორსული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
2021-08-26ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ორსული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

 

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 128 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 5 611, ხოლო გარდაიცვალა 79. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

 

ბოლო ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება  95, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7356.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X