
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძე იაროსლავ ბრძენის მეხუთე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ვინ იყო იაროსლავ ბრძენი
იაროსლავ ბრძენი იყო კიევის დიდი მთავარი 1019 წლიდან, ვლადიმერ სვიატოსლავის ძის ვაჟი. მთავრობდა ნოვგოროდში. დიდი ბრძოლის შემდეგ იაროსლავ ბრძენმა დაამარცხა თავისი ძმა სვიატოპოლკი და კიევის დიდი მთავარი გახდა. იაროსლავ ბრძენმა შეძლო ქვეყნის ცენტრალიზაცია. მის დროს კიევის რუსეთში გაჩაღდა დიდი კულტურული საქმიანობა.
განვითარდა დამწერლობა, ითარგმნებოდა ბერძნული ლიტერატურა. შეიქმნა რუსული სამართლის უძველესი ნაწილი – „იაროსლავის სამართალი“, კიევში აიგო სოფიის ტაძარი, „ოქროს ჭიშკარი“ და სხვა.
1051 წელს იაროსლავ ბრძენმა მიტროპოლიტად დანიშნა რუსი მღვდელი ილარიონი და ამით სცადა ბერძნული ეკლესიისაგან გათავისუფლება. იაროსლავ ბრძენის დროს კიევის რუსეთის საერთაშორისო კავშირი და ავტორიტეტი დიდად გაიზარდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
- რატომ ხტებოდა გუშინ 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან? – „პრაიმტაიმმა“ სკანდალური ამბის მიზეზი გაარკვია






















