15:34 | 2021-02-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვინ იყო ქალი, რომელიც 18 წლის განმავლობაში უკაცრიელ კუნძულზე მარტო ცხოვრობდა

ვინ იყო ქალი, რომელიც 18 წლის განმავლობაში უკაცრიელ კუნძულზე მარტო ცხოვრობდა

წიგნი – „ლურჯი დელფინების კუნძული“, რომელიც სკოტ ო’დელმა დაწერა გასული საუკუნის 60-იანი წლებში, პრესტიჟული ნიუბერის პრემიითაა დაჯილდოებული და  ითვლება საბავშვო ლიტერატურის კლასიკად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს საოცარი ისტორია 12 წლის გოგონაზე, რომელმაც მრავალი წელი კუნძულზე მარტომ გაატარა, რეალურ მოვლენებს ემყარება.

 

 

ქალი კუნძულ სან ნიკოლასიდან, იგივე „ქალი რობინზონ კრუზო“, 18 წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა წყნარი ოკეანის შუა ნაწილში მას შემდეგ, რაც კუნძულიდან მკვიდრი მოსახლეობა გამოიყვანეს. მას ხუანა მარია დაარქვეს, მაგრამ არავინ იცის, რა ერქვა ამ ქალს სინამდვილეში.

 

ნახეთ ვიდეო: როგორ გამოიყურებოდა ხუანა მარია და სად ცხოვრობდა ის

ხუანა მარიას ტომი კუნძულზე ცხოვრობდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მაგრამ მათი ხანგრძლივი ცხოვრების ისტორია დასრულდა, როდესაც 1811-1814 წლებში მონადირეების ჯგუფმა კუნძულს შეუტია და ადგილობრივი მოსახლეობა გაანადგურა. ხუანა მარია მაშინ პატარა ბავშვი იყო. მონადირეების თავდასხმამდე კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 300 კაცი იყო, მაგრამ 1835 წლისთვის ოცამდე შემცირდა. ამის შემდეგ, ყველა გადარჩენილი მკვიდრის ევაკუაცია მოხდა, მაგრამ მათ  ნებაყოფლობით არ დაუტოვებიათ კუნძული, ამაზე იზრუნეს კათოლიკე მღვდლებმა, რომლებმაც ცოცხლად დარჩენილები გადაარჩინეს.

 

 

რატომ დარჩა კუნძულზე ხუანა მარია, ზუსტად არ არის ცნობილი. ერთი ვერსიით, იგი დაკარგული ორი წლის ბავშვს ეძებდა, მეორე ვერსიის თანახმად, ბოლო მომენტში გადმოხტა ნავიდან, როცა მიხვდა, რომ მისი უმცროსი ძმა ხალხში არ იყო. შემდეგ დაიწყო ქარიშხალი და არ მიეცა გოგონას დაბრუნების საშუალება, გემი კი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სანაპირო… გადარჩენილ ინდიელებს შეიძლება უხაროდათ კიდეც, რომ მათზე იზრუნეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ბევრმა დაიწყო ავადმყოფობა. გავლენას ახდენდა ცხოვრების ახალი პირობები, კლიმატის ცვლილება და იმუნიტეტის ნაკლებობა, რის გამოც, რამდენიმე წლის განმავლობაში ტომის ყველა წევრი გარდაიცვალა.

 

Мемориальная доска в память о Хуане-Марии

ამასობაში, ხუანა ცხოვრობდა კუნძულზე. მოგვიანებით, რამდენჯერმე სცადეს მისი მოძებნა, მაგრამ ქალის პოვნა მხოლოდ 1853 წელს მოახერხეს. გემის კაპიტანმა, ჯორჯ ნიდევერმა თავის მოგონებებში დაწერა, როგორ იპოვა მისმა გუნდმა ხუანა. თავდაპირველად მათ იფიქრეს, რომ ის მოხუც ქალად მიიჩნიეს, რომელიც მკვდარ ვეშაპს ოსტატურად ანაწევრებდა. ქალს მეზღვაურების არ შეშინებია, პირიქით, გაიღიმა და „თაყვანი სცა“. თან გაუგებარ ენაზე ალაპარაკდა.

 

ის იყო „საშუალო სიმაღლის, დაახლოებით 50 წლის, ცხოველის ტყავში გამოწყობილი, საკმაოდ ძლიერი და აქტიური. ძალიან სასიამოვნო სახე ჰქონდა, რადგან  მუდმივად იღიმოდა“.

 

ხუანა მარია ნადირობდა იხვებსა და ვეშაპებზე. თავადვე ააგო ვეშაპის ძვლებისა და ულვაშებისგან ქოხი და ტყავისა და ბუმბულისგან ტანსაცმელს „იკერავდა“. როდესაც ქალი სანტა ბარბარაში გადაიყვანეს, მას ვერავინ გაუგო, რადგან არავინ იცოდა მისი მშობლიური ენა. მხოლოდ ოთხი სიტყვის ჩაწერა შეძლეს: tocah – ცხოველის ტყავი, nache – კაცი, toygwah – ცა და puoochay – სხეული.

 

ვერავის უყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ, ვერავინ გაარკვია, ვინ იყო ხუანა მარია.
გაზეთებმა მას „ველური ქალი“ უწოდეს და წერდნენ, თუ როგორ ცდილობს ხუანა მარია ახალ სამყაროში ცხოვრებას. ისინი ჰყვებოდნენ, როგორი აღტაცებული იყო ხუანა მარია ცხენებით, როგორ აგემოვნებდა ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებს და მღეროდა და ცეკვავდა მის სანახავად მისული ადამიანებისთვის.

 

ველურმა ქალბატონმა სანტა ბარბარაში რამდენიმე ნივთი ჩამოიტანა, მათ შორის – ძვლის ნემსები, რომლებითაც იგი ალბათ ბუმბულის კაბებს „კერავდა“. კუნძულიდან წამოსულს იგივე ბედი ეწია, როგორც მის ნათესავებს. მან მხოლოდ შვიდი კვირა იცხოვრა ადამიანებში, შემდეგ დიზინტერიით დაავადდა და გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მოინათლა და კათოლიკურმა ეკლესიამ ხუანა მარია დაარქვა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X