15:13 | 2020-01-15 ავტორი: Prime Time

ვინ იქნება ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი – სავარაუდო კანდიდატი ცნობილია

ვინ იქნება ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი – სავარაუდო კანდიდატი ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს სავარაუდოდ სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი, სვის დე ბრუინი გაწვრთნის. ამის შესახებ, უცხოურ მედიაში აქტიურად იწერება.

 

მანამდე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიაში სტუმრობისას განაცხადა, რომ დე ბრუინთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და რაგბის კავშირის გამგეობას, 59 წლის სპეციალისტის კანდიდატურას, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარუდგენს. არჩევნები 30 იანვარს გაიმართება.

 

რაც შეეხება სვის დე ბრუინს, გამოცდილი სპეციალისტი მრავალი წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების შეტევის ხაზს ავარჯიშებდა. დე ბრუინი ბორჯღალოსნებს სავარაუდოდ 2020 წლის მაისიდან ჩაუდგება სათავეში.

ავტორი: Prime Time

X