11:56 | 2021-08-22 ავტორი: Prime Time

„ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო“ – ავღანეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქის პირველი კომენტარი

„ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო“ – ავღანეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქის პირველი კომენტარი

ქართულმა მხარემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, ბოსნიელი და სერბი მეგობრები გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ ეს ქართველები, ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო , – ამის შესახებ ავღანეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქე ლევან ჯანიაშვილმა აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ღვთისიაშვილი 5 დღის განმავლობაში მათთან სატელეფონო კავშირზე იყო, ამხნევებდა და გვერდში ედგა ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

 

“კიდევ ერთხელ მინდა შემთხვევით ვისარგებლო, ბატონი ალექსანდრე ღვთისიაშვილი, რომელიც მთელი ამ 5 დღის განმავლობაში გვამხნევებდა, ჩვენს გვერდით იყო სატელეფონო კავშირზე და ყველაფერი ეცადა ამ ადამიანმა, რაც ძალებს აღემატებოდა კი არა, მართლა აღემატებოდა, ისეთი კონტაქტები და ისეთი რაღაცები.. დღეს თვითონ აეროპორტში გვითხრეს, გვყავდა ჩვენი მეგობრები, ბოსნიელები, სერბები და ესეთი რაღაც გვკითხეს, ვინ ხართ ეს ქართველებიო, რა ხდება მეთქი და ყველა თქვენ რომ გევლებათ თავსო, იქიდან სამინისტრო.. თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს”, – განაცხადა ლევან ჯანიაშვილმა.

 

ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ავღანეთი ჯამში საქართველოს 24-მა მოქალაქემ დატოვა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X