
ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან, – ამ შინაარსის პოსტს ექსპერტი გია ხუხაშვილი აქვეყნებს და განმარტავს, ვინ უფრო მეტად არის პასუხისმგებელი პირობით მარცხზე, სააკაშვილი, თუ მელია.
„თუ გვინდა გავერკვეთ ნაც. მოძრაობაში ვინ უფრო მეტად არის პასუხისმგებელი პირობით მარცხზე, სააკაშვილი, თუ მელია, ჩემს აზრს მოგახსენებთ:
სააკაშვილის საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა მისი თავგანწირვით და მის გარშემო ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას, რამაც ნაც. მოძრაობას მაქსიმალური, მაგრამ გამარჯვებისთვის არასაკმარისი შედეგი მოუტანა. ნიკა მელიას საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა პოლიტიკურ კონსოლიდაციას ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობებით, პოზიტიური დღის წესრიგით, ყოველგვარი ბელადომანიის გარეშე.
პირველი სტრატეგიის მიზანი იყო ნაც. მოძრაობის გამარჯვება, მეორის ხელისუფლების დამარცხება მეორე ტურებში, მათ შორის იმ ამომრჩევლის მოზიდვით, რომლისთვისაც სააკაშვილი არც ანგელოზია და არც – მესია.
პროცესები განვითარდა სააკაშვილის სტრატეგიით, შესაბამისად, პრეტენზიებიც მასთან უნდა იყოს და არა – მელიასთან. ახლა შეგიძლიათ, დამხვრიტოთ. კედელი ღიაა“, – წერს ხუხაშვილი.
ასევე ნახეთ:
სოფო ნიჟარაძე არჩევნებზე მივიდა – ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი
რევოლუციის დროა – მაია დარსმელიძე
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ეს სახლი თბილისში 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირს – დაათვალიერეთ ფოტოები და შეაფასეთ
ბევრისთვის უცნობი ფაქტი კახა კალაძის შესახებ – „აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში“






















